„გვარამია იყო, არის და იქნება იმ რეჟიმის არქიტექტორი, რომელიც ცალკე კანონმდებლობას არგებდა სადამსჯელო სისტემას და, ცალკე, პირადად გასცემდა დირექტივებს, რა მეთოდით ემოქმედათ ზონდერ პროკურორებს, მოსამართლეებსა და საჯარო მოხელეებს!“ – წერს „ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

ზურაბ ქადაგიძე გვარამიას პოლიტიკური თანამდებობების ჩამონათვალს იხსენებს და აღნიშნავს, რომ ის მუდამ დარჩება “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის ერთ-ერთ შემქნელად.

“გვარამია იყო პარლამენტის დეპუტატი, გენპროკურორის მოადგილე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე, და ბოლოს – განათლების მინისტრი; შესაბამისად, ჯერ ემსახურა რეჟიმზე მორგებულ კაბალურ კანონშემოქმედებას; შემდეგ იყო პოლიტიკური პროკურორი, რომლის კისერზეა 7 ნოემბრისა და ტელეკომპანია “იმედის” დარბევა; იუსტიციაში ადეიშვილთან და ახალაიასთან ერთად შექმნა ციხის სადამსჯელო რეჟიმი, რასაც ასობით პატიმარი შეეწირა და ათასობით მსჯავრდადებული გახდა უნარშეზღუდული, ხოლო ბოლოს – განათლების სისტემა, მთლიანად, ახალი თაობის გონების სტერილიზაციასა და ახალგაზრდების გენმოდიფიცირებას მოახმარა! ასე რომ, „არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითა”…

გვარამია იყო, არის და იქნება “ნაცმოძრაობის” მოძალადე სისტემის არქიტექტორი!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე “ფეისბუკის” გვერდზე.