“როდესაც საუბარში ტერმინების აკრძალვაზეა საუბარი, თან – იმ ტერმინების, რომლებიც ერთ-ერთი ყველაზე ფასეულია, რაც კი არსებობს, იქნება ეს დედა, მამა, შვილი თუ ა.შ., ვფიქრობ, ამის უკან ძალიან მზაკვრული ჩანაფიქრები დგას, რაზეც ჩვენს საზოგადოებას, ცხადია, უნდა ჰქონდეს და აქვს კიდეც ძალიან ჯანსაღი და ადეკვატური რეაქცია“, – განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა.

„რადიკალური ოპოზიცია დაცლილია ღირებულებებისგან. მათ საკუთარი აზრი არ გააჩნიათ და დამოკიდებულნი არიან სხვისი აზრების გაჟღერებასა და გახმოვანებაზე. აქედანაც ჩანს მათი სულიერი დეკადანსი”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.