„სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს მაგალითები, როდესაც კანონის გვერდის ავლით ხდება უცხოური ფული ქართულ პოლიტიკაში“, – განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.

„ძალიან კლასიკური მაგალითია პოლიტიკური პარტია „დროა“ და, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაცია „დროა“; სხვა პარტიებიც, მაგრამ ამ ორივეს დამფუძნებელმა თავად აღიარა, რომ დიახ, იღებს „ენჯეო“ „დროა“ დაფინანსებას და მერე ამას პოლიტიკური პროცესებისთვის იყენებს, რაც ჩვენ ვნახეთ “მოლოტოვის კოქტეილების” დამზადებასა და პოლიციელების ცოცხლად დაწვის მცდელობაში, რადიკალურ პროცესებში და ა.შ.“– განაცხადა მაჭარაშვილმა.