„ჩვენ არაერთი შემთხვევა გვაქვს, როცა ერთი და იგივე ადამიანები ერთდროულად არიან როგორც პოლიტიკოსები, ისე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები“, – განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა.
“სინამდვილეში, ისინი არც პოლიტიკოსები არიან და არც რომელიმე სამოქალაქო ორგანიზაციას წარმოადგენენ. ისინი არიან კონკრეტული კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობის” წვერები, რომლებიც ცდილობენ, რომ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ იბრძოლონ და ჩვენს ქვეყანას მტრობა გამოუცხადონ”, – აღნიშნა დეპუტატმა.