„რაც უფრო მეტი და მეტი ინფორმაცია მჟღავნდება, ფაქტია და ვხედავთ, ოპოზიციურ პარტიებს შექმნილი აქვთ სქემა ყალბი NG0-ების მეშვეობით იმისთვის, რომ უკანონო შემოწირულებები მიიღონ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საუბარია უცხოეთიდან თანხების შემოდინებაზე და, როგორც აღმოჩნდა, ოპოზიციის დიდი ნაწილი სწორედ საზღვარგარეთიდან ფინანსდება.
„იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ გვაქვს საარჩევნო წელი, ეს ტოლფასია საქართველოს არჩევნებში უცხოეთიდან ჩარევის.
უცხოეთიდან ჩარევა არის ერთ-ერთი საფრთხე, რაც მოსალოდნელია ამ არჩევნებზე. უპირველეს ყოვლისა, ეს საფრთხე მომდინარეობს, რა თქმა უნდა, რუსეთიდან, მაგრამ ხაზს ვუსვამ: მნიშვნელობა არ აქვს, საიდან იქნება ჩარევა. ჩარევა მოხდება რუსეთის, ევროკავშირის თუ ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიიდან, ნებისმიერის ჩარევა არის ქართველი ხალხის არჩევანში ჩარევა და სწორედაც რუსული სტილია და უნდა შეწყდეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.