„გლობალური ომის პარტიის” ვასალ “ნაცოპოზიციას” სურს, რომ მართლმსაჯულებაში “ვეტინგი” განახორციელონ უცხოელმა აქტორებმა. უკაცრავად და, ძალიან ბევრი აქ მომუშავე დიპლომატი, უცხოელი ექსპერტი და სხვადასხვა მისიით ჩამოსულნი დღემდე ვერ ერკვევიან ქართველ პოლიტიკოსებში, ეშლებათ მათი სახელები, გეოგრაფიული ადგილები და ქართველ მოსამართლეებს ობიექტურად და სამართლიანად შეაფასებენ?!” – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

„რადიკალური ოპოზიცია და მისი მარიონეტი მედია გვთავაზობენ მართლმსაჯულებაში “ვეტინგის” შემოღებას და, დარწმუნებული ვარ, რევანშისტებს შორის უმეტესობამ არც კი იცის ამ სიტყვის მნიშვნელობა.

“ვეტინგი” არის ინდივიდის, კომპანიის ან სხვა სუბიექტის საფუძვლიანი გამოძიება-შესწავლის პროცესი, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებენ ერთობლივ პროექტთან ანდა თანამდებობაზე დანიშვნასთან, თუნდაც, მაღალი ჯილდოს მიღებასთან დაკავშირებით.
ამ სიტყვის ეტიმოლოგია, გარკვეულწილად, უხერხულიცაა და უკავშირდება ვეტერინარს/ვეტს. თავდაპირველად, დოღის ტერმინი იყო, რაც გულისხმობდა მოთხოვნას, რომ ცხენი შემოწმებულიყო ჯანმრთელობისა და სიჯანსაღის შესახებ ვეტერინარის მიერ, სანამ რბოლაში მისცემდნენ უფლებას. ამრიგად, “ვეტინგმა” მიიღო „შემოწმების“ მნიშვნელობა.
პროცესი ძვირია (აშშ-ში ათასობით დოლარი ჯდება), დროში გაწელილი, სუბიექტური და შეცდომების დამშვები.

“ვეტინგის” სისტემის შემოღების შემთხვევაში, პრობლემატური გახდება მოსამართლეების დანიშვნისა თუ თანამდებობაზე ყოფნა-არყოფნის საკითხი. მოსამართლეები დაკარგავენ თავისუფლებას და იქნებიან უცხოური გავლენების ქვეშ.

ხაზგასასმელია, რომ უწინარესად, “ვეტინგის” სისტემა საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტს, რადგან უცხოელი ექსპერტების სიტყვა გადაწყვეტილების მიღებისას არის გადამწყვეტი.
რაც მთავარია, “ვეტინგის” შემოღების ინიციატორებმა გადახედონ სხვადასხვა საერთაშორისო კვლევას და ნახონ, თუ როგორი “გაჭენებულია” კორუფცია უკრაინაში, ალბანეთსა და მოლდოვაში და, საქართველოსთან შედარებით, როგორი უმდაბლესი ნდობაა იქაური მართლმსაჯულების სისტემებისადმი“, – წერს გია აბაშიძე „ფეისბუკის” გვერდზე.