“ღირსების საკითხია ჩემთვის, რომ ყველა ადამიანის, ყველა მოქალაქის, ყველა ქართველის – ბუნებრივია, ქართველში ყველა ეთნიკურ ჯგუფს ვგულისხმობ, ვინც ერთად ვქმნით ჩვენს ქართულ სახელმწიფოს – ყველა მათგანის უფლება დაცული და გამყარებულიც უნდა იყოს”,- განაცხადა “ლელოს” წევრმა გრიგოლ გეგელიამ ლგბტ პროპაგანდის და უმცირესობის უფლებების შესახებ საუბრისას, გადაცემაში “ღამის კურიერი”.

“მე მარტო დაცვა არ მგონია სწორი არავის უფლების, მე ვფიქრობ, პოლიტიკამ, იმ კარგ და სწორ შემთხვევაში, რაც მე მინდა რომ იყოს, უნდა გაამყაროს კიდეც ადამიანის უფლებები, მას უნდა მისცეს მეტი ძალა, ენერგია და მეტი შანსი, რომ საკუთარი ნიჭი და ტალანტი განახორციელოს და ჩვენი პროგრამა და ჩვენი ფილოსოფია ემსახურება ამას”,- განაცხადა გეგელიამ.