“ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც უნდა მომზადდეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს.
„პირდაპირ ვამბობ – ვინც დაუპირისპირდება კანონს LGBT პროპაგანდის წინააღმდეგ, პოლიტიკოსი იქნება ეს, ენჯეოშნიკი თუ საელჩოს თანამშრომელი, ყველა იქნება გამოცხადებული ჩვენი ქვეყნის და დედა ეკლესიის მოწინააღმდეგე. ყველა, ვინც გრანტზე გაცვლის რელიგიას და სამშობლოს, იქნება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედი ნაძირალა. დიდი ლუსტრაცია იწყება!“ – წერს დავით ქართველიშვილი.