„თქვენ წარმოადგენდით და დღემდე წარმოადგენთ იმ გუნდს, რომელმაც, შენობაზე ფასადი მიმაგრებული რომ არ იყო, ის შენობა გახსნა თქვენმა საყვარელმა პრეზიდენტმა და გორიდან ჩამოიტანა აპარატურა და უკან დააბრუნა, რომ გაეხსნა. რა რესპუბლიკურზე ლაპარაკობთ?!“ – ასე უპასუხა უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე „ევროოპტიმისტების“ ლიდერს რომან გოცირიძეს.

„საერთოდ, რაზე ლაპარაკობთ?! მშვენივრად ლაგდება იქ ყველაფერი, სახელმწიფოებრივად, სწორად, ექიმების ინტერესების, სახელმწიფო ინტერესების და, რაც მთავარია, პაციენტების ინტერესების გათვალისწინებით, და ნუ ისპეკულირებთ, გირჩევთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.