“ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი ლევან ნიკოლეიშვილი პარტია “საქართველოსთვის” ლიდერ გიორგი გახარიასა და “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს შორის მომხდარ დაპირისპირებას სოციალურ ქსელში აფასებს.
“კარგად ჩანს, ვინ იწყებს ჩხუბსა და პროვოკაციას, შესაბამისად, ოპოზიციური პარტიის ლიდერობა არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს კანონით გათვალისწინებული ქმედებების აღსრულების შემაფერხებელი!” – წერს ნიკოლეიშვილი.