“ნაცსექტის” ვერშემდგარი პრემიერი, რეალურად, კლოუნი გიორგი (“ჭიჭე”) ვაშაძე, ამფსონებთან ერთად, კვლავ ამტკიცებს, რომ უაზროდ მოლაყბე, არაერუდირებული პერსონაჟია“, – წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე.
„ოღონდ მავნე ფსევდოლიბერალურ პროპაგანდაზე კანონპროექტის შესახებ დისკუსიას თავი აარიდონ და მორიგ მარაზმზეც მზად არიან “ნაცები” – წლევანდელ და 2012 წლის ფასებს ადარებენ.
ვურჩევდი, რომ “ლელოს” არითმეტიკის “გიგანტები” წაიხმარონ ყველაფერში “ლუზერმა” აქტორებმა.
საქართველოს ხელისუფლება არ უარყოფს, რომ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარებაა, მეტწილად – მძიმე საგარეო ფაქტორების გამო, სახავს კონკრეტულ გეგმებს, რის განხილვაშიც, ცხადია, უგვანო რევანშისტები არ მონაწილეობენ. მათთვის მთავარია ბრიყვული პოპულისტური გზავნილების ტირაჟირება და უშინაარსო კაკაფონია. თუმცა, ეს ვერანაირ პოლიტიკურ ქულებს რომ ვერ დაუგროვებს უსახურ “ნაცჯამბაზებს”, ცხადზე ცხადია“, – წერს აბაშიძე.