“პარტია „საქართველოსთვის“, „ევროპული საქართველო“, „დროა“, „გირჩი“, ვისი ფულით გველაპარაკებიან ქართულ პოლიტიკაზე? ეს კითხვის ნიშანს ხომ წარმოშობს, ვის ინტერესებს ატარებენ? –  განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ღამის კურიერში”, რითაც NED-ის ხელმძღვანელის განცხადებას გამოეხმაურა.

“დღეს მოვისმინეთ ამერიკის დემოკრატიის ეროვნული ფონდ NED-ის ხელმძღვანელის განცხადება, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, რომლებიც პარტიულ აქტივობებში ერევიან, ანუ, არიან პოლიტიკოსები, ან აქვთ პრეტენზია პოლიტიკური ძალაუფლების მიღების, ისინი აღარ არიან სამოქალაქო საზოგადოება. არადა, ზუსტად ორგანიზაცია NED-ი აფინანსებს გახარიას პარტიის ენჯეოს, რომელიც შექმნილია მისი პარტიის წევრების მიერ, აფინანსებს ანა დოლიძეს, მის დაფუძნებულ ენჯეოს, აფინანსებს გიორგი კანდელაკის „სოვლაბს“, რომელსაც გვახსოვს, რა ამბები ჰქონდა ატეხილი შობის თარიღთან დაკავშირებით. ამ პოლიტიკოსებს პირდაპირ ხელფასებს უხდის ამერიკული ფონდი“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ასევე არის ევროპის დემოკრატიული ფონდი, რომელიც აფინანსებს „დროას“, „ევროპულ საქართველოს“, ენჯეოებს, პირდაპირ აფინანსებს და ხელფასებს უხდის ქართველ პოლიტიკოსებს.

„როდესაც ეს პოლიტიკოსები, იქნება ეს პარტია „საქართველოსთვის“, „ევროპული საქართველო“, „დროა“, „გირჩი“  ვის ინტერესებს ატარებენ? ამიტომ, კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ აუცილებელია ყველა მოეპყროს ამას სერიოზულად.

მოხარული ვარ, რომ NED-ის ხელმძღვანელმა დღეს ეს განცხადება გააკეთა, როგორც ჩანს, ისინი სერიოზულად მიუდგებიან ამას, უბრალოდ, ამას უნდა მოყვეს შემდეგი ნაბიჯები – შემდეგი ნაბიჯი იქნება, NED- მა უნდა შეუწყვიტოს დაფინანსება ნათია მეზვრიშვილის, ანა დოლიძის, გიორგი კანდელაკის ენჯეოებს, ეს არის, თუკი მათ უნდა იყვნენ კეთილსინდისიერი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.