„ადეიშვილის ბუნდესტაგში გამოჩენა, ერთმნიშვნელოვნად, ნეგატიურად შესაფასებელია. გერმანიის მხარეს აქვს ასახსნელი, რატომ იქცევა ისე, რომ ქართული სახელმწიფო, საზოგადოება და მართლმსაჯულება, ფაქტობრივად, შეურაცხყოფილია“, – განაცხადა მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.

„წარმოვიდგინოთ, რომ საქართველოში ვინმე ყოფილი მაღალჩინოსანი მივიღოთ გერმანიიდან, რომლისთვისაც გერმანიის მართლმსაჯულებას გამამტყუნებელი განაჩენი აქვს გამოტანილი. რა რეაქცია ექნებოდა გერმანიის სახელმწიფოს, ამაზე გვიპასუხონ.

ეს პარტნიორული ურთიერთობაა, როდესაც ევროკავშირისა და ევროკომისიის მაღალი თანამდებობების მქონე პირები საქართველოს მართლმსაჯულების მიერ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს არ აღიარებენ და ამ ადამიანს ოფიციალურ მიღებებზე იწვევენ?“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.