“მაშინ, როდესაც მართლა იზრდებოდა ფასები და სერიოზული პრობლემა იყო კოვიდ პანდემიის დროს და მის შემდგომ პერიოდში, მათ ეს ფასები ამგვარად არ გახსენებიათ და კამპანიურად ამაზე არ უსაუბრიათ, ხოლო როდესაც პასუხს ვერ სცემენ კითხვაზე, ელემენტარულად, კარგია თუ ცუდი ლგბტ პროპაგანდა… ჩვენ ხომ არ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ისინი მხარს დაუჭერენ რაიმე ნორმას? ცუდი რომ არის, ამაზე ვერ სცემენ პასუხს, იმიტომ, რომ აქ ქართველი ხალხის ეშინიათ და იქ – თავიანთი პატრონების”, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ, ჟურნალისტის კითხვას, ხომ არ იყო ოპოზიციის მიერ ფასების თემის აწევის მიზანი ლგბტ პროპაგანდის გადაფარვა.
„ეს არის რეალობა – ეშინიათ პატრონების, რომლებსაც ვერ უბედავენ იმის შეკითხვასაც კი, რომ მოდი, ვიტყვით, რომ ცუდია ლგბტ პროპაგანდა, და ამას საერთო არაფერი აქვს უფლებებთან, და აქ ეშინიათ ქართველი ხალხის რისხვის. ეს არის ძალიან მარტივი ფორმულა. დღემდე რომ გაურბიან და მიკიბვ-მოკიბვით საუბრობენ ამ თემაზე, თითქოს, აქტუალური არ არის.
ჩვენ ხომ ეს თემა წამოვწიეთ და ვთქვით, რომ ეს არის თანამედროვე სამყაროს უმწვავესი პრობლემა, და ამაზე პასუხი იქიდან არ არის. მათ ამის საპასუხოდ წამოსწიეს, რომ ფასების ზრდა არის ცუდი. ჩვენ ვპასუხობთ: დიახ, ფასების ზრდა არის ცუდი, განსაკუთრებით, ეს სიცუდე თავს იჩენდა პანდემიის დროს და შემდგომ პერიოდში, მაგრამ ახლა გვაქვს კონკრეტული პასუხები. მათი კამპანია სპეკულაციურია, მაშინ, როდესაც თავიანთი პატრონების შიშით ვერ ამბობენ, კარგია თუ ცუდი ლგბტ პროპაგანდა”, – აღნიშნა მდინარაძემ.