“ოპოზიციის, მათი ტელევიზიებისა და არასამთავრობოების ზოგიერთ წარმომადგენელს რომ ჰკითხო, ქართული ტრადიციული ოჯახის წარმომადგენლები არიან, როგორც მინიმუმ, დედაც ჰყავთ (ან ჰყავდათ) და მამაც, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, ლგბტ პროპაგანდასაც არ ეწინააღმდეგებიან”, – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

“მარტივი მიზეზი კი არა, მიზეზები არსებობს: ნაწილს უცხოელი პატრონების ეშინია, – მარტო დატუქსვას ვინ ჩივის, გრანტებსაც დაკარგავენ. აქეთ – ქართველი ხალხის ფაქტორი, – იციან, რომ რაც ჩვენთან მიუღებელია – მიუღებელია. ამას ემატება ის, რომ ზოგიერთი მათგანი თვითონაც ლგბტ ცხოვრების მიმდევარია, მაგრამ ამას საჯაროდ ცოცხალი თავით არ აღიარებს, რცხვენია, არადა, რა ცხოვრებითაც უნდათ, იცხოვრონ – ეს მათი არჩევანია, არც არავინ უშლის და არც ემტერება, უფრო მეტიც – ვისაც უნდა, ოჯახებში ჰყავდეთ რძლებად თუ სიძეებად ლგბტ თემის წარმომადგენლები, რა პრობლემაა, მაგრამ პროპაგანდა დაივიწყონ”, – წერს ნიკოლეიშვილი.