“დასმულ კითხვაზე – რატომ ინარჩუნებს ოპოზიციური სპექტრი დუმილს? – პასუხი მარტივია – ისინი ვერ ბედავენ, შეეწინააღმდეგონ ჩვენს დაუძინებელ მეგობრებს და მათ პატრონებს, ვისგანაც კონკრეტულ დირექტივებს იღებენ”, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ფსევდოლიბერალური კამპანიის წინააღმდეგ მმართველი გუნდი მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით ოპიზიციის დუმილზე.
„ფლორიდის საკანონმდებლო ორგანომ წარადგინა 11 კანონპროექტი, რომელიც LGBTQ თემის უფლებებს ეხება, მათ შორის, შტატის მასშტაბით საჯარო დაწესებულებებში, სკოლებსა და უნივერსიტეტებში „პრაიდის“ დროშების აკრძალვას.
ნეტავ, ამ მნიშვნელოვან საკითხს იქაც არ იმჩნევს ოპოზიციური ძალა თუ ეს მხოლოდ ქართული ნოუ- ჰაუა?!
სახელისუფლებო გუნდმა – “ქართულმა ოცნებამ” მიიღო გადაწყვეტილება, მომზადდეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს. კანონპროექტი უახლოესი 2 კვირის განმავლობაში მომზადდება და დაინიცირდება პარლამენტში. კანონპროექტში სრულად იქნება დაცული საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებული პრინციპები და ნორმები.
ამ მნიშვნელოვანი საკითხის გადასაწყვეტადაც, მმართველი გუნდი მარტო მუშაობს, მას არ უერთება არც ერთი ოპოზიციური ძალა.
ისინი ამ საკითხზე კომენტარსაც კი ვერ აკეთებენ.
სახელისუფლებო გუნდი მაინც მოახერხებს ამ კანონპროექტის კანონად ქცევას და მოვახერხებთ, ქართულ სახელმწიფოში შევზღუდოთ ლგბტ პროპაგანდა, რომელიც ფერად ისტერიკად იქცა.
მოვახერხებთ, ზღავრგადასული ლიბერალიზმისაგან დავიცვათ ჩვენი ტრადიციები, ღირებულებები და ფასეულობები და არ შევუერთდებით მსოფლიოს სოციალურ სიგიჟეს, შეცვალოს უფლის მიერ დადგენილი კანონზომიერება.
ოპოზიციური სპექტრი კი, ამ თემაზე დუმილით, ამ ამორალურობის ხელშემწყობ ძალად რჩება“, – წერს მეგრელიშვილი.