„საუკუნის აფერა, რომელიც შარშან შემოგვთავაზეს კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ და მისმა პატრონებმა, მართლაც რომ საჭირო იყო იმუნიტეტის გამოსამუშავებლად“, – ასე ეხმაურება „ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე 2023 წლის მარტში განვითარებულ მოვლენებს.

“ქართულ საზოგადოებას სიმსივნის დიაგნოზივით ემუქრება ე.წ. ლიბერალური ფაშიზმი და ცდილობს, ლგბტ პროპაგანდის, ლიბერალური განათლების, NGO-აგიტაციის, გლობალური ნარატივებისა და ათასი სიმსივნური უჯრედივით მოედოს სრულად ქართულ სოციუმს და დაიქვემდებაროს იგი.

შარშანდელი ფარსი, სწორედ რომ იმუნური სისტემის მდგრადობის ტესტი იყო, სადაც ფარული სნეულება, რომელიც 30 წელია, მალულად მძვინვარებს სხეულში, ქართულმა საზოგადოებამ სააშკარაოზე გამოიტანა და ახლა ამ ავადმყოფობასთან ბრძოლა გამარტივდა!

ფურუნკული გასკდა და ახლა ნაჭრილობევი ადგილის დამუშავებაა საჭირო, რომ აღარ განმეორდეს!” – წერს ქადაგიძე სოციალურ ქსელში.
[17:43, 08/03/2024] ნათია postv: დღეს ჩვენი ფურუნკულიც გასკდა