„დღეს „არტარეადან“ ვისმენთ „ნაცმოძრაობის“ მეხოტბე ფსევდოინტელიგენციის დემაგოგიას, რომელიც მიმართულია სწორედ ფსევდოღირებულებებზე ორიენტირებული აზრის ჩამოყალიბებისკენ და რაც აუცილებელია „ნაცმოძრაობისთვის“. აქაც კარგად ჩანს ხაზარაძის პირდაპირი ბმა „ნაცმოძრაობასთან“ და კავშირი ამ ორ სუბიექტს შორის, რაც, სინამდვილეში, ერთი სუბიექტია“, – განაცხადა უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა.
„ლელო“ – ხაზარაძე ასევე არის კლონი, როგორც სააკაშვილმა უწოდა ამ ე.წ. პოლიტიკურ ორგანიზაციებს; მისი „არტარეა“ – ფსევდოლიბერალური ინტელიგენციის ჩამოყალიბების მცდელობა, სადაც ის პირდაპირ ასრულებს „ნაციონალური მოძრაობის“ დავალებებს. კარგად გახსოვთ, როგორ ებრძოდა „ნაციონალური მოძრაობა“ ინტელიგენციას; როგორ ეძახდა ჩარეცხილებს ყველას, ვისაც ეროვნული და პატრიოტული კუთხით განსაკუთრებული როლი ჰქონდა ჩვენს რეალობაში; როგორ ცდილობდა მათ გაშავებას“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
რაც შეეხება ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას ტანდემს, მათიკაშვილის თქმით, „ნაცმოძრაობის“ ორი გამორჩეული სახე ვერანაირი ახალი 4 თუ 16 ნომრით ვერ შეძლებს იმ წარსულისა და დღევანდელობის გადაფარვას, რასაც მათი „ნაცობა“ და „ნაცმოძრაობასთან“ პირდაპირი კავშირი ჰქვია.