„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებით ისაუბრა.

„ვეტო არის იმ ბრძოლის ნაწილი, რომლის მიხედვითაც ხაზარაძემ დაალაგა სქემა, რომ ვენეციის კომისიის ერთი პუნქტი ჩაეჭირა და ეთქვა, რომ კალანდარიშვილი საერთოდ უნდა გაქრეს იქიდან. თავდასხმა უნდა მოეწყოთ კალანდარიშვილზე, რომ დაბულინგებულიყო, გადამდგარიყო და, სანამ მისი მოადგილეა, რომელმაც უნდა შეასრულოს მისი მოვალეობა გადადგომის შემთხვევაში, ხაზარაძის პოლიტსაბჭოს წევრს უნდა ემართა ცესკო. ეს იყო მიზანი, ჩავარდა, და ამ მიზნისთვის – რომ იქნებ, რამენაირად შემოტრიალდეს, ზრუნავს სალომე ზურაბიშვილი. ხაზარაძის მაშველი რგოლია ამ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილი. საერთო ჯამში, ამით ისინი “ნაცების” საქმეს აკეთებენ. რა თქმა უნდა, ვეტო დაიძლევა, იმიტომ, რომ ხაზარაძის ამ პიარულ და ამავე დროს, მავნებლურ გეგმას – ერთი მხრივ, დააბულინგოს კალანდარიშვილი, რომ გადადგეს და, მეორე მხრივ, მისმა პოლიტსაბჭოს წევრმა შეასრულოს მისი მოვალეობა, ამის საშუალებას, ბუნებრივია, არ მივცემთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.