ექსპერტი ნინო ფოჩხუა „ხალხის ძალის“ დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ნათქვამია, რომ თუ გლობალური ომის პარტია სალომე ზურაბიშვილს სააკაშვილს შეაწყალებინებს, არჩევნებს აღარ დაელოდებიან და 2008 წლის ომის შესახებ გამოძიების დაწყებას არჩევნებამდე მოითხოვენ.
„იქნებ ვინმემ თქვას, ეს გადაწყვეტილებაც კრემლის დავალებააო? განცხადებაში მოყვანილია თავად სააკაშვილის, მისი მონებისა და მათი უცხოელი პარტნიორების გამონათქვამები 2008 წლის ომის შესახებ. ასე რომ, გამოძიება აუცილებლად დასაწყებია. ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი, რათა მომავალმა თაობამ იცოდეს თავისი უახლესი ისტორია და აღარ გამოჩნდნენ ზურაბიშვილის, კვესიტაძის, ჟიჟილაშვილის, გუბაზისა და სხვების მსგავსი ადამიანები, რომლებიც სააკაშვილის სისხლიანი, მტრული რეჟიმის “გაპრავებას” დააპირებენ”, – წერს სოციალურ ქსელში ნინო ფოჩხუა.