კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
“მადამ სალომე! მოქალაქეობრივი შეგნების მაგალითის მოცემა, ქართული საზოგადოებისთვის, გომბორას ერთპიროვნული გადაწყვეტილება იყო თუ კონსულტაციების შედეგი?!
ნებაყოფლობითი კასტრაცია, დასავლური ღირებულებების ერთგულების უპრეცენდენტო მაგალითია!
შარმან! შინ ევროპაში!!”, – წერს გოგა ხაინრავა სოციალურ ქსელში.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში თავისი ძაღლის ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც კასტრაცია ჩაუტარდა.
“გომბორა მოქალაქეობრივი შეგნების მაგალითს გვაძლევს! – წერს ზურაბიშვილი.