“როგორც იქნა, მოვიცილეთ აგენტი “ვეტოვიჩი” მარგველა!
ვიფიქრეთ, – ამოვისუნთქეთ-თქო და უმალ გამოჩნდა ჩვენს მიერვე ტანკით მითრეული და იმ სკამზე უღირსად მჯდარი აგენტკა “ვეტოვნა” სალომე, რომელიც უმჭიდროეს უნისონშია გაღმელ-გამოღმელ პატრონებთან და ქვეყნის შიგნით მოქმედ მეხუთე კოლონასთან!“ – წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით.
„ეს უშუბლძარღვოდ დაბადებული ნომრიანი “შპიონი” უცხოელ პატრონთა ნებისმიერ თითების დატკაცუნებაზე მზადაა, დისკრედიტირება მოახდინოს და შემდეგ ხელი შეუწყოს სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლას!
საბოლოო ჯამში კი, საქართველოს სრულ კოლონიად ქცევას!
ეს ქალი მაგალითია იმისა, თუ როგორი სიფრთხილით უნდა მოვეპყროთ მომავალში პოლიტიკოსთა შერჩევის პროცესს!
და რომ არ შეიძლება პოლიტშარლატანების, უსამშობლოებისა და მოღალატეების ჩვენივე ხელით უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობებზე დაგდება!” – წერს ედიშერ გვენეტაძე.