“აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა 30 წელს ითვლის, მათი მხრიდან კი ელემენტარული ნაბიჯები არ იდგმება პარტნიორობის გასამტკიცებლად. ეს გაოცებას იწვევს”, – წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა, რითაც აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშესახები შედეგების თაობაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება.

“პრემიერმა სწორად აღნიშნა, – საქართველო ნამდვილად იმსახურებს თავისუფალ ვაჭრობას, პირდაპირ ფრენებსა და უვიზო მიმოსვლას აშშ-თან, თუმცა რა უვიზო მიმოსვლაზეა საუბარი, როცა რუსეთის მოქალაქეებსაც კი საქართველოს მოქალაქეებზე ბევრად მეტ ვიზას აძლევენ ამერიკაში სამოგზაუროდ, ვიდრე ჩვენ. ეჭვი მაქვს, აქაური დესტრუქციული ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე, ეს ასე არ იქნებოდა (ვერ იკადრებენ თუ რა?!).

იმედი მაქვს, ამერიკის ხელისუფლება გაითვალისწინებს ქართველი ხალხის დამოკიდებულებას მათი ქვეყნის მიმართ და ეს საკითხი გამოსწორდება”, – წერს ფოჩხუა “ფეისბუკის” გვერდზე.