ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის მიერ მხარდაჭერილ ინიციატივას ეხმაურება, რომელიც გარე ჩარევასთან საბრძოლველად ლობისტების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს.
„საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ემანუელ მაკრონის პარტიის ინიციატივას, რომელიც გარე ჩარევასთან ბრძოლისკენაა მიმართული. “Euractiv-ის” ცნობით, ინიციატივას 171-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი კი 25 იყო.
„სასწორზე დევს ჩვენი სუვერენიტეტის, დემოკრატიული და ლიბერალური ღირებულებების, ასევე – ქვეყნის ინტერესების დაცვა“, – განაცხადეს პარლამენტარებმა.
ჩვენს შემთხვევაში, “ლიბერალურს” ჩავანაცვლებდი “ეროვნულით”, – წერს ანჯაფარიძე „ფეისბუკის“ გვერდზე.