“დიახაც.. !!! თუ ვერ ასაბუთებთ, მოხსენით სანქციებიო… ძალიანაც კარგი, სწორედ ასე უნდა ესაუბრებოდე ყველას – თუ ხარ სახელმწიფო”, – ასე ეხმიანება ექსპერტი ირაკლი ლატარია, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომელმაც აშშ-ის საელჩოს და ელჩს მიმართა, რომ ქართველ მოსამართლეებს შტატების მხრიდან დაწესებული სანქციები მოეხსნათ.

„კი ბატონო, ვართ თქვენი სტრატეგიული პარტნიორი, ყველაფერში თქვენს გვერდით ვართ, მაგრამ თუ ვხედავთ სადმე გადაცდომას – თუნდაც თქვენი მხრიდან, მოვითხოვთ რეაგირებას… დაახლოებით ამ პათოსით ისაუბრა მამუკა მდინარაძემ და მაგრად მესიამოვნა
თავს არ დაგიხრით, იმიტომ რომ ორივე ვართ ჯერ სახელმწიფოები და შემდეგ მეგობრები – ასეთი პოზიციები ძალიან მეამაყება.. “, – წერს ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში.