“31 მარტს ვამბობდი, – ზვიადის სახელის ხსენებისას, მეტწილად, ავტორების სიტყვების უკან არაფერი იკითხება, სიტყვების გარდა-მეთქი”, – წერს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი გიორგი გამსახურდია “ფეისბუკის” გვერდზე.

“ასევე, გუშინ, ვინმე პაატა მანჯგალაძეს პასუხი რომ გავეცი მის მიერ წარმოებულ სიბინძურეზე, მისი მრევლი შემომივარდა კედელზე და, – თქვენ არ იცით, როგორ კარგად ახსენებს ის ზვიადსო. დიახაც, ახსენებს, მაგრამ თავისი ქულების მოსახვეჭად-მეთქი.

სეზონი გაიხსნა – “ნაცგანშტოებებმა” კვლავ მოიმარჯვეს ზვიადის სახელი და სურათი ხელში და საშემოდგომოდ ქულების მოგროვებას ცდილობენ. აბა, მანამდე (და ისეც) ნატო ჩხეიძეს სულ არ აინტერესებდა მისი რაიმე – არხეინად იჯიბავდა TV “მთავარის”, იგივე “გლავკანალის” დივიდენდებს, რომელშიც ის და მისი მეუღლე, გაქნილი თაღლითი, ბანდიტ გიორგი (ჟორიკა) რურუასთან ერთად ფლობენ ლომის წილებს. უფრო მეტიც, TV “მთავარის” ოფისი მათ ტერიტორიაზე მდებარეობს. დანარჩენი მკითხველისთვის მიმინდვია, თუ რამდენად “უყვარს” ნ. ჩხეიძეს (ჟორიკასთან ერთად) ზვიადი და მისი საქმეები”, – წერს გამსახურდია.