“გლობალური ომის პარტიის” სათავო ოფისსა და მის ადგილობრივ ფილიალში აღარ იციან, როგორ იძიონ შური საქართველოს სპეცსამსახურზე. ფარდის ჩამოხსნის ტოლფასი იყო მათთვის USAID-ის მიერ “ბავშვთა ონკოლოგიის” საკითხებზე ჩამოყვანილი სახელმწიფო გადატრიალებებისა და “მაიდანის” მომწყობი სერბი პოლიტტექნოლოგების სრული დოკუმენტური მხილება“, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი

„ფარდისა და ტყავის გაძრობის ტოლფასი იყო მათთვის ჩვენი სპეცსამსახურების მიერ რუსეთში ტერორისტული აქტების ჩასატარებლად გამიზნული ასაფეთქებელი ნივთიერებების ამოღება, საიდანაც ნაწილი, სავარაუდოდ, საქართველოში დივერსიული აქტებისთვის იყო განკუთვნილი. რა თქმა უნდა, სუს-თვის ამის პატიება მათთვის ძნელი იქნებოდა. ძნელი იქნებოდა მათთვის ჩვენი სპეცსამსახურების მიერ სახელმწიფო გადატრიალების არაერთი მცდელობის აღმოფხვრასთან შეგუება, კონტრაბანდული გზით გამოგზავნილი მთავარი “რევოლუციონერის” დაპატიმრებით დაწყებული, სანქციების გვერდის ავლის არარსებული “შავი ხვრელების” მაძიებლების მხილებით გაგრძელებული და ა.შ.

ამ ეფექტიანი და ქვეყნის უსაფრთხოების სადარაჯოზე მყოფი ინსტიტუტის დისკრედიტაციის მიზნით, სხვა არაფერი დარჩენოდათ, გარდა იმისა, რომ თითიდან გამოწოვილ გადაუმოწმებელ ინფორმაციაზე ვიღაცის თითქოსდა მოწამვლის შესახებ აჟიოტაჟი აეტეხათ. ყველა ფრონტზე გარდაუვალ მარცხთან შეგუება, როგორც არ უნდა ეწინააღმდეგებოდნენ ამას, აუცილებლად მოუწევთ“, – წერს ქართველიშვილი.