ექსპერტი ნინო ფოჩხუა ქართველი მოსამართლეებისთვის დაწესებული სანქციების მოხსნასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის – მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ რობინ დანიგანის ელჩობის პირობებში შესრულდება პირობა, რაც მოსამართლეებისათვის სანქციების მოხსნას გულისხმობს.

“ქალბატონი დანიგანი საღად მოაზროვნე ელჩია, რაც დაამტკიცა კიდეც, – მართალია მისი საქმიანობის მცირე მონაკვეთში, მაგრამ იმედს ვიტოვებ, ბოლომდე ასე იქნება.

სიმართლე კი ერთია. ამიტომ, რატომღაც მგონია, რომ ის შეასრულებს იმ პირობას, რაც გულისხმობს ქართველი მოსამართლეებისთვის სანქციების მოხსნას.
ეს კი იმის დადასტურება იქნება, რომ მომავალში დაუმსახურებლად აღარ მოხდეს საქართველოს მოქალაქეების “დასჯა” ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე”, – წერს ფოჩხუა “ფეისბუკის” გვერდზე.