საერთო სასამართლოების დეპარტამენტი სიცრუეს უწოდებს მოსამართლე მადონა მაისურაძის განცხადებას, რომლის თანახმად, მისი პოზიციის გამო, მისი მეუღლე სამსახურიდან გაათავისუფლეს.
„გავრცელდა მოსამართლე მადონა მაისურაძის ყოვლად უსაფუძვლო განცხადება, თითქოს მისი მეუღლე, მისი პოზიციის გამო, სამსახურიდან დაითხოვეს. ეს არის ცალსახად სიცრუე, ვინაიდან, მადონა მაისურაძის მეუღლე და ყოფილი მოსამართლე გიორგი ჩემია, რომელიც წლებია, მუშაობს საერთო სასამართლოების დეპარატმენტში, ბოლო პერიოდში სისტემატურად არ ცხადდებოდა სამსახურში, ან ნახევარი სამუშაო დღის შემდეგ მიდიოდა სამსახურიდან. მას, სხვა თანამშრომლების მსგავსად, შეეთავაზა, რომ სამსახურში დროულად გამოცხადებულიყო და სრული სამუშაო დატვირთვით ემუშავა (კოლეგების თანასწორად), რაზეც მან განაცხადა უარი და თქვა, რომ მისთვის ეს გრაფიკი მიუღებელი იყო და ვერ შეძლებდა ინტენსიურ სიარულს, რის შემდეგაც სამსახურის დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო. შესაბამისად, სიცრუეა, რომ ის ვინმემ აიძულა, შეეწყვიტა სამსახურებრივი ხელშეკრულება და ეს არის მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობა“, – ნათქვამია განცხადებაში.