ანსამბლ “რუსთავის” სამხატვრო ხელმძღვანელი დავით შანიძე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით ხელოვნების კონკრეტული წარმომადგენლების მიერ გამოთქმულ კრიტიკას ეხმაურება.

“ერთი დიდი მსახიობის, კერძოდ, რამაზ ჩხიკვაძის დარიგებიდან მახსენდება: ყველამ თავისი საქმე რომ აკეთოს, ჩვენს ქვეყანას ეშველებაო. ხელოვნება მართლაც რომ ყველაფერზე მაღლა დგას და მოდით, კოლეგებო, მივხედოთ ჩვენს საქმეს პირნათლად.

დარწმუნებული ვარ, ეს კანონპროექტი ბევრს გადაკითხულიც არ აქვს. ძალიან სამწუხაროა, რომ ნებსით თუ უნებლიეთ, შეიძლება სახელმწიფოსათვის საზიანო აზრს ვუჭერდეთ მხარს!” – წერს დავით შანიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“.