საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე “ნაციონალური მოძრაობის” წევრის – ლევან ბეჟაშვილის განცხადებას ეხმაურება, სადაც აღნიშნულია: “მდინარაძის განცხადებაში ერთი მნიშვნელოვანი მომენტი დაფიქსირდა: ისინი მზად არიან, კანონპროექტი უკან გაიწვიონ – გუშინდელმა მრავალათასიანმა შეკრებამ აჩვენა, რომ ხალხი უკან არ დაიხევს”.

“რა არის რუსული, რომელი პუნქტია რუსული ჩვენს კანონპროექტში, მითხარით და კანონპროექტის გაწვევა კი არა, საერთოდ აღარ დავაყენებ არც ერთ ინიციატივას. მეტი როგორ და რა გზით მოგიწოდოთ?
ერთი კვირაა, ერთი პუნქტი ვერ დაასახელეს…
რა კარგად გაუგიათ ამათ ჩემი განცხადება”, – წერს სოციალურ ქსელში მამუკა მდინარაძე.