„გიორგი ისეთი მაგარი კაცია, ისეთი მაგარი ფეხბურთელია, ისეთი მაგარი პენალტი გაიტანა და ისეთი ისტორია შექმნა, პოლიტიკაში მომავალში რაც არ უნდა „გამაზოს“, არასწორი მესიჯი რომ გაახმოვანოს (ეს არ ყოფილა, მაგრამ ასეც რომ მოხდეს), პირადად მე, მისი გულშემატკივარი ვიქნები ცხოვრების ბოლომდე“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

„როგორც გავიგე, დისშვილის ფოტო დადო, რაც მინიშნებად მიიღეთ და აჟიტირდით მთელი „ნაცმოძრაობა“, მაგრამ მართლა მინიშნებაც რომ ყოფილიყო, მაინც მისი მხარდამჭერი ვიქნები ცხოვრების ბოლომდე – პერსონალურადაც და საერთოდ, ნაკრების ყველა ფეხბურთელის. იქ ვიღაცა ჩვენი მხარდამჭერი იქნება, ვიღაცა – არა, საერთოდ არ მაინტერესებს და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას: იმ სიბინძურეში, რასაც შავი ფულისთვის ბრძოლა ჰქვია, ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის შელახვისთვის ბრძოლა ჰქვია, ამ ხალხს ნუ გავრევთ.

ახლა რაც შეეხება მამას [გიორგი ქოჩორაშვილის მამა]: თუ ეს ადამიანი გახარიას პარტიის წევრია, მაშინ მეც ვეთანხმები, რომ „ნაცმოძრაობაა“. მაგრამ მამა, დედა, ბებია, ბაბუა სადაც არ უნდა იყოს, პარტიაში კი არა, თვითონ ფეხბურთელიც კი რაღაც პოლიტიკური (ჩვენთვის მისაღები თუ მიუღებელი) წარმოდგენის რომ იყოს, ნებისმიერ შემთხვევაში, თითოეული მათგანის გულმხურვალე მხარდამჭერი ვიქნები ცხოვრების ბოლომდე“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.