„ყველაზე ცუდი ის არის, რომ რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ და დიპლომატიური კონიუნქტურა მოვიშველიოთ, რათა ფრაზები შევარჩიოთ უცხოელი აქტორების მიმართ, ვხედავთ, რომ ამ პროცესში ყველაზე მეტად სწორედ დონორი ორგანიზაციები არიან ჩართულნი“, – განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა, ანალიტიკოსმა ზურაბ ქადაგიძემ.

„მაგალითად, შარშან, „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენ, „ხალხის ძალას“ გვითხრა, დროებით ხომ არ აჯობებდა პროცესის ჩაწყნარება, იმ ინსინუაციებიდან გამომდინარე, რაც გლობალური ომის პარტიის აქაურმა და უცხოელმა წარმომადგენლებმა იკადრეს. თავის მხრივ, უცხოელმა დონორებმა პირობა დადეს, რომ არათუ რაიმე გაურკვევლობა იქნებოდა, არამედ ყველანაირი პროცესი გამჭვირვალე გახდებოდა. წელს კი ვხედავთ, რომ [გაუმჭვირვალე თანხები] გაორმაგებულია.

არანაირი უკან დახევა! შევდივართ ძალიან სახიფათო ფაზაში, სადაც თამაშის მისაღებ წესებს არ გვთავაზობენ ის საერთაშორისო აქტორები, რომლებიც გამალებით ცდილობენ საქართველოს პირად პოლიტიკურ სივრცეში ჩართვას“, – განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.