“დღეს გავრცელებულ ვიდეოში, სადაც სრულიად არაპოლიტიკური სააღდგომო ხაჭოს პასკა გავაკეთე და ვთქვი, რომ ეს ბევრი წლის წინ(1992 წელს) მოსკოვში, პრეობრაჟენკას (ფერიცვალების) ეკლესიის დედამ მასწავლა თქო, აგერ  ერთმა პატივცემულმა “სამშობლოს სიყვარულით დადაგულმა” დამამუნათა და გამილაწუნა – რას ჰქვია, მოსკოვი და პრეობრაჟენკა ახსენე, ეგ რუსული პროექტიაო”, – წერს ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე “ფეისბუკის” გვერდზე.

“უკაცრავად კი ვარ, მაგრამ იქნებ ამიხსნა, რა უბედურებაა ეს რუსული პროექტი, სად ვეძებო რუსული აგენტურა და ფესვები – “ქუხნაში” თასში თუ ხაჭოში… თქვენ მართლა. ხომ არ გაკლიათ, თუ ერთად გარეკეთ კვახჭირის ფაეტონივით?

ახლა კიდე უფრო მჯერა, რომ გონზე არა ხართ იმ კანონშიც რა წერია, თქვენ რომ რუსულს უძახით და კიდევ ერთი მთავარი, თუკი რამ კარგია, რაც  ჩემს ქვეყანას წაადგება,  გინდ რუსული იყოს, გინდ სპარსული, გინდ კამპუჩიური, დიახაც, გადმოვიწერ  და გავიზიარებ.

დროა გამჭვირვალე იყოს, ვინ რისი გამკეთებლები ხართ და რას სჩადიხართ, კარგად გამოჩნდება ქვეყნის მტრები და რუსეთის მეხოტბეები, მანამდე არ ჭამოთ რუსული პროექტის ხაჭოს პასკა!!!

არა რუსეთს, ბოროტებას. ოკუპაციას და არა ცრუპატრიოტებს!!!” – წერს ნინო კვაჭანტირაძე.