მსოფლიო ჩემპიონი რამაზ ნოზაძე, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებულ კრიტიკას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მისი აზრით, ევროპული სწორედ გამჭვირვალობაა.

 

“ვინმემ ამიხსნას?! რატომ არის დეკლარაცია რუსული, მგონი პირიქით არის, გამჭვირვალობა არის ზუსტად ევროპული. დაანებეთ სპორტსმენებს თავი, რა რუსული კანონი, ჩვენი საქმე სპორტი და საქართველოს სახელის გატანაა!! კიდევ ერთხელ ვიმეორებ! სპორტსმენი არის და იქნება საქართველოს შვილი და ჯარისკაცი !!!” – წერს რამაზ ნოზაძე.