“ჩვენ მზად ვართ ამ თემაზე პარტნიორებთან საგნობრივი დისკუსიისთვის, მაგრამ ლოზუნგებით ვერ გაირკვევა, ვის მხარეს არის სიმართლე“, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ „რუსთავი – 2-ის“ გადაცემა “ღამის კურიერის” ეთერში.

“ჩვენ საქმით დავამტკიცეთ, რომ საქართველოში ჩვენ დავაბრუნეთ ევროპული პერსპექტივა. ევროსასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ ყველა საქმე მოვიგეთ. აქ გადაწყვეტილებები იყო მიღებული, რომელიც პირდაპირ აჩვენებს, რომ ის, რასაც დღეს გვაბრალებენ, არის სიცრუე და ეს არის ამ კანონის საწინააღმდეგო კამპანიის შესაფუთად. როგორც ჩანს, ვიღაცამ უთხრა, რომ რუსეთის იქით არაფერზე არ უნდა ილაპარაკონ და არაფერი არ ახსენონ. საქართველოში მიღწეულ წარმატებებსაც კი რუსულ ეძახის ეს ხალხი. თურმე, ევროპული წარმატებები რუსულია; მშვიდობა რომ გვაქვს, რუსულია; ეკონომიკური ზრდა რუსულია; რაც ამ ქვეყანამ კარგი გააკეთა, თურმე, ყველაფერი რუსულია. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ბრიუსელიდან თქვა და ევროკომისარმა ბრიუსელიდან თქვა, რომ საქართველო სწორი მიმართულებით მიდის”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.