„ძალიან ძნელია მონობის შენარჩუნება თავისუფალ ქვეყანაში. ურთულესია მართლმადიდებლურ-მორალურ-ზნეობრივ გარემოში სახარებისეული ღირებულებების ჩანაცვლება ინსტინქტებითა და ვერცხლისმოყვარეობით, მხოლოდ იმიტომ, რომ შენ ეს ღირებულებები არ იცი, არ გესმის, არ გწამს. წარმოუდგენელი ამოცანაა, კონკრეტული გრანტიჭამიების უკვე შეძენილ და მომავალში შესაძენ ქონებას იცავდე „ეროვნული” თუ „ევროპული” კატეგორიებით“, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი

„ეს ის არ არის, საყვარელო, რაც შენ იფიქრე”, – ამ წინადადებით სრულდება ბევრი კლასიკური ანეკდოტი. ამ ანეკდოტური ფრაზით იწყებენ დღეს თავის ახალ „განმარტებით” კამპანიას „გამჭვირვალობის კანონის” თაობაზე: „ეს ის ევროპული არაა, თქვენ რომ გგონიათ – ის სულ სხვაა”. ამ და სხვა მსგავს უსუსურ მცდელობებზე ყველაზე ნათელი ვერდიქტია პარტიების რეიტინგების უკანასკნელი მაჩვენებელი, სადაც ხელისუფლებას მყარი 60 პროცენტი უკავია.

„ნაცსექტა“ კი, თავისი 12 პროცენტით, უნდა მოემზადოს საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის წინაშე წარსადგენად, რაც გარდაუვალი პროცესია. მანამდე კი ვერც ერთი უსამშობლო წურბელა ვეღარ დაასრულებს წამოწყებულ მშენებლობებს ლგბტ პროპაგანდისთვის მიღებული შავი ფულით – ერთიც აიკრძალება ქვეყანაში და მეორეც. ხოლო ვისაც თავისუფლების გარემოდან მონობაში, ტრანსგენდერთა ხილვადობისა და გენდერულ მრავალფეროვნებაში გადანაცვლება მოუნდება – ვაზიანში აშენდება ულტრათანამედროვე აეროპორტი, მანამდე კი ძველით ისარგებლონ“, – წერს დავით ქართველიშვილი.