„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე მომღერალ ნინო ქათამაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, ემიგრანტს, რომელმაც წლების განმავლობაში თანხა დააგროვა, საქართველოში დაბრუნებისთანავე, “გამჭვირვალობის შესახებ კანონი” შეეხება.

„სინდისის ძარღვი რომ „კაპიუშონის ზონარივით“ ჩაეკარგათ გლუვ ტვინებში…
მერე უკვირთ, უსამშობლოებს რატომ გვეძახითო!
აპროტესტებს იმას, რაც არ წაუკითხავს და, უფრო მეტიც – მიზანმიმართულად ავრცელებს სიბინძურესა და ტყუილს.
თუმცა, ეს ის საზოგადოებაა, რომელმაც უკრაინაში შეჭრის შემდეგ აღმოაჩინა რუსული ოკუპაცია და მანამდე, ზოგი მიხალკოვებთან ერთად პოზიორობდა კრემლში და ზოგი „ლაბუდაბუდეის“ უძღვნიდა მოსკოველ მსმენელს.
რა განსხვავებაა ლომჯარიასა და ქათამაძეს შორის?
არანაირი – ერთი უთავმოყვარეო ნაძირალაა და მეორე – უთავმოყვარეო იდიოტი!“ – წერს სოციალურ ქსელში ქადაგიძე.