„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელის – ნინო დოლიძის განცხადებას ემხაურება.

“კაცმა მშობლები დახოცა და მოსამართლეს ეხვეწებოდა, – ობოლი ვარ შემიწყალეო”, –
ასე გრძელდება “იდიოტოკრატია ენჯეოშნიკურად”.

2020 წელს ორგანიზაცია “სამართლიანმა არჩევნებმა” პარალელური ხმის დათვლა გააყალბა, პოლიტიკური კრიზის შექმნის მცდელობა ჰქონდა, რაც რევოლუციურ წიაღსვლებში უნდა გადასულიყო და ახლა, მისი უთავმოყვარეო თავმჯდომარე ღაღადებს, – გამჭვირვალობის კანონი დაკვირვებაში ხელს შეგვიშლისო.
არ იდარდოთ, ქართველი საზოგადოებისთვის თქვენს სადამკვირვებლო მისიას ისეთივე ფასი აქვს, როგორიც რომან გოცირიძის ულვაშს – ქართული ეკონომიკისთვის.
თუ გამჭვირვალობის კანონი შეგიშლით ხელს დაკვირვებაში, დურბინდით მიაცქერდით და მკაფიოდ დაინახავთ, როგორ ჩაიქროლებს თქვენი უბადრუკი რეპუტაცია პოლიტიკური სანაგვისკენ!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე.

ცნობისთვის, ნინო დოლიძემ განაცხადა: „თუ ასეთი კანონი იქნება მიღებული, რომელიც, მათ შორის, სადამკვირვებლო ორგანიზაციების წინააღმდეგაც იქნება მიმართული, გაგვიჭირდება, ვისაუბროთ სამართლიან და თავისუფალ არჩევნებზე“.