„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში საქართველოში არჩევნების შესახებ ტელეგრამ-არხზე გავრცელებულ ინფორმაციას აქვეყნებს, რომელშიც საუბარია იმაზე, თუ როგორ ემზადებიან არჩევნების შემდეგი პერიოდისთვის რადიკალური ძალები. პოსტში ქართველიშვილი იმ ინფორმაციას აჟღერებს, რომლითაც დასტურდება, რომ არეულობის მზადება ოპოზიციის ცალკეულ წარმომადგენლებთან შეთანხმებით, ქვეყნის გარეთ იგეგმება.
„საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს ტელეგრამ-არხი Win/Win ჩვენი არჩევნების თაობაზე, რომელსაც უცვლელად შემოგთავაზებთ: “საქართველოში მასობრივი არეულობის ორგანიზების მომზადებას ახორციელებს ცნობილი უკრაინელი ტერორისტი კირილ ბუდანოვი (ГУР – მთავარი დაზვერვის სამმართველო). ბუდანოვი ვარშავაში პირადად ხვდება ევროპული შეხედულებების ცნობილ ქართველ ოპოზიციონერებს, რომლებიც ამერიკელებზე მუშაობენ.
ოპოზიციონერების პერსონიფიცირებას არ მოვახდენთ, რათა თავიდან ავირიდოთ არჩევნების წინა დღეებში მათი დამატებითი რეკლამირება, მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ ისინი გახარიას პარტიის და კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები არიან. ამავე საქმით არის დაკავებული პოლონეთში აშშ-ის ელჩიც, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის აპარატის უფროსს ხვდება.
მანამდე კი, ათასზე მეტი აქტივისტის შეკრება გაიმართა, რომლებიც დიდ ბრიტანეთში “მასობრივი არეულობების” ტრენინგებს გადიოდნენ და წარმოადგენენ პროფესიონალ რევოლუციონერებს საბრძოლო გამოცდილებით და მომზადებით სწორედ ურბანული ბრძოლებისთვის. მათ შორის ასევე არიან ტექნიკური სპეციალისტები კიბერუსაფრთხოების, მონაცემების დაშიფვრისა და გადაცემის სფეროში, ვინაიდან დარწმუნებულები არიან, რომ საქართველოს ხელისუფლება ასევე ემზადება მასობრივი არეულობისთვის და აპირებს ფიჭური კომუნიკაციებისა და მობილური ინტერნეტის გასათიშად. თუმცა დიდი ალბათობით, საქართველოს სპეცსამსახურები გაფრთხილებულნი არიან ამ შეხვედრებისა და მათი გეგმების შესახებ”, – წერს დავით ქართველიშვილი „ფეისბუკის“ გვერდზე.