ექსპერტი ნინო ფოჩხუა მწერალ ლაშა ბუღაძის “ფეისბუკის” გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსს ეხმაურება.

„ეს ვითომ მწერალი მართლა როგორ ბედავს, ასე მიმართოს ხელისუფლების წარმომადგენელს, თუგინდ ჩვეულებრივ მოქალაქეს! მაგრამ ისეთი ზიზღი აქვს საკუთარი მოქალაქეების, სიტყვებს ვეღარ აკონტროლებს.

რა თქვა მდინარაძემ ასეთი, თან წინასწარ ბოდიში რომ მოიხადა მოყვანილი მაგალითის დრამატიზირებისა და უტრირებისთვის? ასე რატომ გადაირია ეს ცოტა-კაცი?! იმიტომ ხომ არა, რომ გუშინ “გორბის” კვლევა გამოქვეყნდა? იმიტომ ხომ არა, რომ “გამჭვირვალობის კანონი”, დღეს თუ არა, ხვალ ამოქმედდება? იმიტომ ხომ არა, რომ ფინანსები მოაკლდება და ა.შ.?

უნიჭო მამის შვილი ბიძინა ივანიშვილს კი არ უნდა ეძახდეს სუსლოვის იდეოლოგიურ შვილს, მამა-გია გაიხსენოს სუსლოვებთან და ანდროპოვებთან იდეოლოგიაში, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის ლენინის პორტრეტებს ხატავდა“, – წერს ფოჩხუა.