„რატომ გაგიკვირდათ როინ ქოჩორაშვილის კომენტარი? „ნაცია“ – რა არის ამაში პრობლემა? არის გახარიას პარტიის წარმომადგენელი, ხომ იცით ეს ჩემზე უკეთესად და რატომ გიკვირთ?“ – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის – გიორგი ქოჩორაშვილის მამის, როინ ქოჩორაშვილის მიერ სოციალურ ქსელ “ფეისბუკში” გამოქვეყნებულ ფოტოსთან და პოსტთან დაკავშირებით

„ჩვენ – ყველას გვინდა ევროპა. პირველ რიგში, ევროპა მინდა ჩემს ქვეყანაში; ევროპულად უნდა ვიცხოვროთ ჩვენს ქვეყანაში. რაზე დგას, რა არის ის ძირითადი პრინციპები, რაზეც ვსაუბრობდი: სამართლიანობა, განსხვავებული აზრის მიღება, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, საკუთრების უფლების დაცვა, ბიზნესის თავისუფლება. ეს არის ის ძირითადი პრინციპები, რასაც ჩვენ მივყვებით და ვიცავთ, რაც მნიშვნელოვანია და, როდესაც ვამბობთ – “ევროპა მინდა” და “ევროპული მომავალი მინდა”, კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უარი ვთქვათ ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენს სახელმწიფოებრიობაზე. ჩვენ რატომ ვიბრძოლეთ? – იმისთვის, რომ ვყოფილიყავით დამოუკიდებლები (დღესაც ხომ გრძელდება ეს ბრძოლა), ვყოფილიყავით თავისუფლები და ვიღაცას ერთი ბატონით მეორე ბატონის ჩანაცვლება თავისუფლება და დემოკრატია ჰგონია. ეს ასე არ არის“, – განაცხადა კახა კალაძემ.