„სიტყვისა და გამოხატვისთვის, საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით, სამართლიანობასთან დაკავშირებით – ეს არის ის ძირითადი პრინციპები, რაზეც დგას ევროპა. რას უშლის ხელს გამჭვირვალობა, რას უშლის ხელს აღნიშნული კანონი, მე ამდენი ხანია, ვისმენ და ვერანაირი განმარტება ვერ მოვისმინე. ერთადერთი, რასაც ვისმენ, ეს არის შეფასება – რუსული. ამაზე დიდი უაზრობა არ ვიცი. ვერანაირი არგუმენტაცია ვერ მოვისმინე, რატომ არის აღნიშნული კანონპროექტი პრობლემა“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ „გამჭვირვალობის კანონის“ შესახებ.

„გვინდა, მივიღოთ პასუხი კითხვაზე – რა არის აღნიშნულ კანონში პრობლემა. ერთადერთი მოთხოვნა, რაც არის, ეს არის გამჭვირვალობა, მაგრამ აქაც მინდა, საზოგადოებას განვუმარტო, რომ ყველაფერი ცხადია. ცხადია ის, რომ რა თქმა უნდა, მათ არ სურთ აღნიშნულ კანონის მიღება იმიტომ, რომ გამჭვირვალობა არ არის მათთვის მისაღები. რასაც გვეუბნებიან კონკრეტული ევროპარლამენტარები – რომ გამოდიან და ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით გვესაუბრებიან – მათ ინტერესში შედის, რომ ეს ყველაფერი იყოს მალული, რადგან ის დონორები, არასამთავრობო ორგანიზაციები აფინანსებენ რევოლუციას, აფინანსებენ იმას, რომ პოლარიზაცია გაღრმავდეს. ერთი მხრივ, ერთი ხელით ხელისუფლებას მოგვიწოდებენ და გვეუბნებიან, რომ ჩვენ უნდა შევამციროთ პოლარიზაცია, შევამციროთ დაპირისპირება, დავათბოთ ურთიერთობები და მეორე ხელით აფინანსებენ ისეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც პირდაპირ გადასული არიან შეურაცხყოფაზე, პოლარიზაციის გაღვივებაზე. თუკი რამე სიბინძურე და ბოროტება არსებობს, თუკი რამე ეწინააღმდეგება ჩვენს სახელმწიფოებრიობას, აი, ამას აფინანსებენ და არ უნდათ, რომ ეს გახდეს თვალსაჩინო და საჯარო ყველასთვის. ეს არის ყველაზე დიდი უბედურება და ჩვენ გვესაუბრებიან და ამას ფუთავენ დემოკრატიით, ადამიანის უფლებებით და ა.შ. ეს არის ორმაგი სტანდარტი – ის სამარცხინო განცხადებები, რასაც ჩვენ ვისმენთ ამ კონკრეტული ევროპარლამენტარების მხრიდან.

ცხადია, აღნიშნული კანონის არმიღება შედის ისევ და ისევ მათ ინტერესებში, ვინც არიან დონორები, ვინც არიან შენიღბული იმით, რომ აი, ქვეყნის განვითარებას ხელს უწყობენ, დემოკრატიული პროცესების განვითარებას ხელს უწყობენ და, რეალურად, აფინანსებენ ყველანაირ ბოროტებას, სიბინძურეს, ქართველების ერთმანეთთან დაპირისპირებას, პოლარიზაციას. ეს არის სამწუხარო რეალობა. არ დაგვავიწყდეს ერთი რამ: ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო, სუვერენული სახელმწიფო. ყველა გაერთიანება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ჩემი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას, დამოუკიდებლობას… გუშინ იყო 9 აპრილი. ჩვენ გავიხსენეთ ის ადამიანები, ვინც იბრძოლა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, – რომ ვყოფილიყავით დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო, და მე არ მინდა ერთი ბატონის მეორე ბატონით ჩანაცვლება. ეს კატეგორიულად მიუღებელია. ამას ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ. სანამ ჩვენ ვართ ხელისუფლებაში, ყოველთვის გავატარებთ და დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. არც ერთი გაერთიანება არ მიღირს ჩემი ქვეყნის ინტერესების დასათმობად და ჩემი ხალხის ინტერესების დასათმობად“, – განაცხადა კალაძემ.