„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ლაშა ბუღაძის „ფეისბუკის“ სტატუსს გამოეხმაურა.

„100%-იანი სიზუსტით გაავლო პარალელი მამუკა მდინარაძემ, რომ თუ მეგობარი აგიკრძალავს ქართულად ლაპარაკს და მტერი – არა, რა უნდა ვქნათ, – მტრის ჯინაზე ქართულად აღარ ვილაპარაკოთო?! ჰოდა, ხაზარაძის ცალი ქოში – ბუღაძე ამომხტარა შარვლიდან, – მამუკა მდინარაძემ ქართულ ენას შეურაცხყოფა მიაყენა, ეს როგორ გაბედაო და დაუწყია მამამისის მიერ დახატული ლენინის პორტრეტების გლეჯა…
რა საცოდავები ხართ, თუ ატყობთ? წაუკითხავ კანონს აპროტესტებთ და, რომ არაფერი გამოგდით, ახლა საჯარო განცხადებების ინტერპრეტაციებით ჟონგლიორობა დაიწყეთ?
ან რომელი ქართული ენა გადარდებთ? “ფრანკლინის კლუბი” რომ დასცინოდა – უნიკალური ქართული დამწერლობა და 14 ანბანი მოგონილი და მითიაო?!
ჰა, მაშინ რა ქენი, თავი არ დაუქნიე შენი ჯიშის ლიბერალ ფაშისტებს, – ერთი ქართული ენის მითოლოგიზებული დედაცო?!
კისრამდე ნაგავში ხართ და რაც მეტს იფართხალებთ, მით უფრო მალე ჩაიძირებით!
ეგრე გააგრძელეთ!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე.