“დეკლარაციის შევსებაზეა, ბოლოს და ბოლოს, ლაპარაკი. ხალხს რაზე აგიჟებენ, წარმოიდგინეთ – დეკლარაციას შეავსებენ თუ არა ნინო ლომჯარია ან გიგაური, ვხოცავთ ერთმანეთს”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტზე საუბრისას.

“ლამის არის, ტყვია გესროლონ რომ შეეძლოთ. არ მოუკლავთ თუ რა?! მკვლელები გელაპარაკებიან, რატომ დაეცა ახალგაზრდაო – ცუდი დასანახია რაღაცები; პოლიციელზე კი არ ლაპარაკობენ. სახეში აგური რატომ მოხვდაო, რომელიმემ ახსენა? ჩვენი სრული მხარდაჭერა ქართულ პოლიციას, ქართულ სახელმწიფოს, ქართულ სუვერენიტეტს, საქართველოს ჭეშმარიტ ევროპულობას!” – განაცხადა მდინარაძემ.