„ეს გზა საქართველოს ევროპაში კი არა, ომში შეიყვანს… ნახეთ უკრაინის უმძიმესი მაგალითი… 2014 წლის “მაიდნიდან” მალევე – ომი, რომელიც დღემდე გრძელდება და საბოლოო განადგურებამდე მიჰყავს 45-მილიონიანი ქვეყანა…“ – წერს სოციალურ ქსელში მოძრაობა “საქართველო უპირველეს ყოვლისას” დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი.

„ვინც ამაზე შეგნებულად მიდის, იმას გაეცემა საკადრისი პასუხი! დანარჩენებს კი, გთხოვთ, დაფიქრდეთ სულ რამდენიმე წამი მაინც, სანამ თქვენი პოსტით თუ აქციაზე მისვლით, ნებსით თუ უნებლიეთ, ამ სცენარში მიიღებთ მონაწილეობას!“ – წერს შაქარიშვილი „ფეისბუკის“ გვერდზე.