“საქართველოს მომავალი არის ევროპა! ამაზე კითხვის ნიშანს სვამს ვინმე? რა თქმა უნდა, არა! ორი პოლიტიკურად გამორჩეული, საკვანძო მომენტი: საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება “ქართული ოცნების”პოლიტიკური მმართველობის შედეგია. ვიზალიბერალიზაციით საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან (ევროკავშირის 22 ქვეყანა, ევროკავშირის 4 არაწევრი ქვეყანა და შენგენის 4 კანდიდატი ქვეყანა) უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა გაიხსნა” “ქართული ოცნების” პოლიტიკური მმართველობის შედეგია ის, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა”, – წერს სოციალურ ქსელში “ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი.

“არის სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი ძვრები და გადაიდგა ევროპული ნაბიჯები!
ეს უმრავლესობის მონაპოვარი და უმრავლესობის არჩევანია, ამიტომ დესტრუქციული ძალები ახალ დაკვეთაზე უშედეგოდ მუშაობთ, რათა როგორმე გამოიყენოთ პოპულარული სახეები და მათ ათქმევინოთ, რომ თქვენი არჩევანია ევროპა და ევროპული კურსი. ევროპა ქართველი ხალხის არჩევანია – ხალხის, რომელმაც უმრავლესობის სახელით აირჩია და მმართველობის ნდობის მანდატი მისცა “ქართულ ოცნებას” რომელიც ყველაფერს აკეთებს ხვალინდელი საქართველოს ევროპასთან კიდევ უფრო ინტეგრაციისათვის, და ამ პროცესს თქვენ ვერც თქვენსას დაარქმევთ და ვერც ჩაშლით”, – წერს თამთა მეგრელიშვილი „ფეისბუკის“ გვერდზე.