“ვიყოთ გულახდილები და ვთქვათ სიმართლე: “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი, რომელიც, რეალურად, ფინანსური დეკლარაციის შევსებასა და ფინანსების წარმომავლობის გამჟღავნებას გულისხმობს, რეალურად, მართლაც საფრთხეს წარმოადგენს რადიკალებისათვის, რადგანაც ეს არის მათი ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი საქმეების გამჟღავნება“, – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი.

„თუ უცხოელებმა უნდა განგვისაზღვრონ, რა სახის კანონები უნდა მივიღოთ, მაშინ რად გვინდა სახელმწიფო ინსტიტუტები, ჯარი, პოლიცია, უშიშროება? ადგნენ და უცხოელებმა მიხედონ ამ საქმეებსაც! მოსამართლეების დადგენას ისედაც გვპირდებოდნენ. რაც შეეხება მთავრობას, NGO-ები ისედაც ტექნიკურ მთავრობას გვპირდებოდნენ. მაგალითად, ტელეკომპანია “იმედს” “ნაცები” თავს ესხმოდნენ, როცა ხელისუფლებაში იყვნენ; ოპოზიციაში მყოფებიც თავს ესხმიან. ასეთი მარაზმის შექმნის მსურველებს მიაჩნიათ, რომ მათი ეს ზღვარს გადასული საქციელი თუ უსაქციელობა ევროპულია, ხოლო კანონი ფინანსების გამჭვირვალობას ეხება და ამიტომაცაა რუსული?!” – წერს ნიკოლეიშვილი „ფეისბუკის“ გვერდზე.