„უვიზო რეჟიმის მიღება, ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა, კანდიდატის სტატუსის მოპოვება… ევროინტეგრაციის გზაზე ეს უდიდესი ნაბიჯები საქართველომ იმ გუნდთან ერთად გადადგა, რომელსაც დღეს რუსული საქმის გამკეთებლებს ეძახიან ისინი, ვინც აგვისტოს ომის დროს ქართველი სამხედროები დაადანაშაულეს, უამრავი სტრატეგიული ობიექტი რუსებს გადასცეს და დღემდე აგრძელებენ იმ რუსულ საქმეს, რასაც ქვეყანაში არეულობისა და დესტაბილიზაციის დამყარების მცდელობა ჰქვია“, – წერს სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი ერეკლე გაგნიძე.

„კონსტიტუციურმა ორგანოებმა საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“, –
საქართველოს მომავალი რომ ევროპაშია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ამას კონსტიტუციაში შეტანილი ეს მუხლიც ცხადყოფს.

სულ რაღაც ერთი თვის წინ ჩვენმა ოპოზიციამ ევრონესტის ასამბლეაზე მხარი არ დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს, სუვერენიტეტსა და რუსეთის აგრესიას შეეხებოდა. სწორედ ეს ხალხი ცდილობს დღეს ახალგაზრდების შეცდომაში შეყვანას, და კანონს “გამჭვირვალობის შესახებ”, გამჭვირვალობის, რომელიც დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარების ერთ-ერთი ფუნდამენტური საკითხია, რუსულს უწოდებს.
საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი“, – წერს ერეკლე გაგნიძე „ფეისბუკის“ გვერდზე.