უკრაინის ჯარში გაწვევის ასაკის 650 ათასამდე კაცმა დატოვა. მათმა უმეტესობამ საზღვარი არალეგალურად გადაკვეთა. ინფორმაციას გამოცემა “Politico” აქვეყნებს.

ამავე ცნობის მიხედვით, დასავლეთის დაყოვნება უკრაინისთვის სამხედრო დახმარების საკითხში უკრაინელთა მორალურ სულისკვეთებაზე ნეგატიურად აისახება.
ამასობაში კი, ვლადიმერ პუტინი უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქზე – ხარკოვზე მასირებულ საჰაერო და სარაკეტო იერიშებს არ წყვეტს. ამ ქალაქზე უკვე ამბობენ, რომ დასავლეთის დახმარების გარეშე ის, შეიძლება, „მეორე ალეპო“ გახდეს.